“ვიანი” აცხადებს გარე გაყიდვების აგენტის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი;
- კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქციაზე ექიმებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების მიმართულებით;
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
- კომპიუტერული უნარების ფლობა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- კონსტრუქციული და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 ნოემბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
“ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.