კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე სასტუმროსთვის.
მდებარეობა: წალკა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს გახსნის დაგეგმვა და განხორციელება.
- სტრატეგიის ჩამოყალიბება და პროცედურების გაწერა
- დეპარტამენტების გაწერა, თანამშრომლების შერჩევა და ტრენინგი
- ბიუჯეტის შედგენა (მოკლევადიანი, გრძელვადიანი)
- გაყიდვების გეგმის მომზადება
- შემოსავლებისა და ხარჯების ეფექტიანი მართვა, წლიური კაპიტალის და გაყიდვების პროგნოზირება;
- ბრენდის ცნობადობის და რეიტინგის გაზრდაზე ზრუნვა;
- ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება და ადამიანური რესურსების ეფექტიანად გადანაწილება;
- ყველა დეპარტამენტის კოორდინაცია და მართვა;
- რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, სტუმარმასპინძლობის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია სასტუმროში გენერალურ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
- სასტუმროს პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე :
HR@Kassland.com კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.