დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი
თარიღები: 23 ოქტ - 20 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
დასუფთავება:  დამლაგებელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: office@nqhospitality.com
“ენქიუ ჰოსფითალითი “აცხადებს ვაკანსიას  დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე 
“ენქიუ ჰოსფითალითი “  მენეჯმენტ კომპანიაა რომელიც სტუმარ- მასპინძლობის სექტორში ახდენს პროექტების სრულ მართვას და ოპერირებას. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მახინჯაური, თამარ მეფის ქუჩა 14
სამუშაო განაკვეთი: სრული 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაწეროს დეპარტამენტისთვის საჭირო პროცედურები და აკონტროლოს მათი სწორად დაცვა;
  • უზრუნველყოს თანამშრომლების სისტემატიური ტრეინინგი ქიმიკატებთან დაკავშირებით;
  • ყოველი სამუშაო სმენის დაწყებამდე ჩაატაროს დეპარტამენტის შეხვედრა, მოახდინოს თანამშრომლების ინფორმირება მიმდინარე დღის გეგმებთან დაკავშირებით და მოახდინოს გუნდში დავალებების გადანაწილება;
  • ყოველდღიურად შეამოწმოს ოთახების, სასტუმროს საერთო სივრცეების, აუზის, ეზოს და სხვა ტერიტორიის სისუფთავე;
  • ყოველდღიურად ითანამშრომლოს ტექნიკურ დეპარტამენტთან და გადაამოწმოს, რომ ტექნიკური ხარვეზები გადაცემულია ტექნიკურ დეპარტამენტთან და ხდება მათზე რეაგირება;
  • აკონტროლოს მწყობრიდან გამოსული ოთახების სტატუსები;
  • ყოველთვიურად აკონტროლოს დასუფთავების დეპარტამენტის მარაგები და დროულად მოახდინოს შეკვეთები;
  • თვის ბოლოს მონაწილეობა მიიღოს მარაგების ინვენტარიზაციაში;
  • აკონტროლოს დეპარტამენტში არსებული ტექნიკის სამუშაო მდგომარეობა;
  • იზრუნოს თანამშრომლების მოტივაციაზე და დისციპლინაზე;
  • აკონტროლოს ვენდორების სერვისის ხარისხი და იქონიოს მათთან სისტემატური კავშირი (სამრეცხაო და ა.შ);
  • აკონტროლოს სასტუმროს დატვირთულობის პროგნოზი და შეიმუშაოს თანამშრომლების სამუშაო ცხრილი დატვირთულობიდან გამომდინარე;
  • ყოველი თვის ბოლოს აღრიცხოს და მიაწოდოს შესაბამის დეპარტამენტს თანამშრომლების მიერ ნამუშევარი საათები;
  • მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევის პროცესში;
  • აკონტროლოს სასტუმროში ნაპოვნი ნივთების აღრიცხვა და Lost and Found-ის შესაბამისი პროცედურის დაცვა;
  • გადაამოწმოს, რომ სტუმრის მიერ დამატებითი მოთხოვნები შესრულებულია ზედმიწევნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება დასუფთავების მენეჯერის ან ზედამხედველის პოზიციაზე;
  • დასუფთავების ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქიმიკატების ზედმიწევნით ცოდნა და მათთან დაკავშირებული ტრეინინგის ჩატარების უნარი;
  • სტუმრებთან ურთიერთობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: office@nqhospitality.com
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელევა - „დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი“