შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის მონიტორინგი და ანგარიშგება;
- რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
- ინსტრუქტაჟების ჩატარება;
- შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
- მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
- შრომის უსაფრთხოების კუთხით ინსპექტირების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის/ დიპლომის ფლობა (განიხილება შესაბამის კურსებზე სწავლაც);
- შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა.
სასურველია:
- 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. (ორშაბათი-პარასკევი / 9:00 - 18:00 საათი);
მივლინებებში სიარული;
ანაზღაურება განხილება ინდივიდუალურად კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - vakansia@magticom.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“ მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.