IT ოპერაციების დეპარტამენტი/სისტემური მხარდაჭერი
თარიღები: 22 ოქტ - 17 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
საბანკო:  საბანკო(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HumanResources@cartubank.ge
სს „ბანკი ქართუ“  სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე.  IT ოპერაციების დეპარტამენტი/სისტემური მხარდაჭერის განყოფილება. 
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი 

ფუნქციები და მოვალეობები: 
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაცია; 
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა; 
  • სისტემების განახლება და განახლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მართვა; 
  • კატასტროფის შემდგომი აღდგენისა და მოწყვლადობის შემცირების გეგმის შემუშავება და კონტროლი; 
  • კატასტროფის შემდგომი აღდგენისა და მოწყვლადობის შემცირების გეგმის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში მონაწილეობა; 
  • მომხმარებლების ანგარიშების და წვდომების მართვა, საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების და რეგულაციების შესაბამისობის დაცვით; 
  • ინცინდენტების და პრობლემების იდენტიფიკაციაში და მათ მოგვარებაში ჩართულობა; 
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
სავალდებულო: 
  • უმაღლესი განათლება - ინფორმაციულ ტექნოლოგიების მიმართულებით; 
  • სამუშაო გამოცდილება 3 წელი მსგავს პოზიციაზე; 
  • Windows და Linux სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • Windows Server-ებთან და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (AD, DHCP, DNS, IIS and etc.); 
  • Microsoft Active Directory and Exchange სიღრმისეული ცოდნა; 
  • HPE, Dell სერვერებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • ვირტუალიზაციასთან მუშაობის გამოცდილება (Vmware); 
  • მონაცემთა რეზერვირების სისტემებთან  მუშაობის  გამოცდილება; 
  • ქსელური პროტოკოლებისა და უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა. 
  • ინგლისურის ენის ცოდნა;  
 
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები: 
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული; 
  • სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან  ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HumanResources@cartubank.ge 2024  წლის 17 ნოემბერის ჩათვლით. 
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.  
 
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ  და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე:     (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.