IT მონიტორინგის სპეციალისტი
თარიღები: 22 ოქტ - 17 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HumanResources@cartubank.ge
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას IT მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.  IT ოპერაციების დეპარტამენტი  /  24/7 ზე მონიტორინგის ჯგუფი.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:
  • IT სერვისების, სისტემებისა და მათი კომპონენტების  მონიტორინგი და მასზე დაფიქსირებული ხარვეზების ესკალაცია შესაბამის ტექნიკურ გუნდთან;
  • მონაცემთა დამუშავების ცენტრში დაფიქსირებული ინციდენტების ესკალაცია შესაბამის ტექნიკურ გუნდთან;
  • ბანკის სერვისცენტრების ქსელური მონიტორინგი და ინციდენტის ესკალაცია შესაბამის გუნდთან;
  • განმეორებადი ინციდენტების ანალიზი და პრევენციული ზომებისთვის ესკალაცია შესაბამის გუნდთან;
  • დაფიქსირებული ინციდენტების პერიოდული ანგარიშის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - უმაღლესი განათლება - ინფორმაციულ ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება IT მიმართულებით;
  • სასურველია Windows Server ოპერაციული სისტემის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია Linux ოპერაციული სისტემის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია Zabbix მონიტორინგ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია APM მონიტორინგთან მუშაობის გამოცდილება (Dynatrace,Updynamics ,etc )
  • ინციდენტების დამუშავების და ესკალაციის გამოცდილება;
  • ინგლისურის ენის ცოდნა; 

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან    ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HumanResources@cartubank.ge 2024  წლის 17 ნოემბერის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ  და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე:     (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.