HR მენეჯერი
1xP PRIORITY ნოვა
თარიღები: 22 ოქტ - 20 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები:  HR მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@nova.ge
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „HR მენეჯერის” პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • პერსონალის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • მოტივაციის სისტემის შექმნაში მონაწილეობა;
  • ტალანტების მოზიდვის და შერჩევის პროცედურის მართვა;
  • პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება / დაარქივება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება;
  • სხვადასხვა დოკუმენტაციის (ბრძნება, ცნობა, განცხადება, უწყისი...) წარმოება;
  • ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით კვლევებისა და შეფასებების წარმოება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.);
  • ტრენინგების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • თანამშრომლებისთვის სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში აქტიური ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება ;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
  • ინგლისური ენის (B2)  ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 22 ნოემბერი. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “HR მენეჯერი”.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.