გენერალური დირექტორის ასისტენტი
1xP PRIORITY ვიანი
თარიღები: 22 ოქტ - 05 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  პირადი ასისტენტი
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”  აცხადებს გენერალური დირექტორის ასისტენტის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი (ცინცაძის/24ა)
სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი, ხუთი სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • დირექტორის დღის წესრიგის შედგენა;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • მივლინების პროცესის მხარდაჭერა ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის რგოლებთან კომუნიკაციის წარმოებით;
  • სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება გენერალური დირექტორის თანაშემწის, პროექტის მენეჯერის ასისტენტის, ან სხვა მომიჯნავე პოზიციაზე;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა ლიტერალურული ქართულით წერის უნარი და გამართული ქართულით მეტყველება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • შედეგზე ორიენტაცია;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 05 ნოემბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1219 

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG)  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.