სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სამედიცინო დაწესებულება
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
სამედიცინო დაწესებულება  აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქ. 1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; 
ანაზღაურება: 1500 ლარი;                                                                                

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში სახარჯი მასალების, რეაგენტებისა და მედიკამენტების მიღება, შემოწმება და მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
  • მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღნიშნული დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების განყოფილებასთან ეფექტური კოორდინაცია მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით;
  • მოთხოვნილი სახარჯი მასალებისა და  მედიკამენტების დროულად გაგზავნა დაწესებულებებში;
  • ყოველთვიურად გეგმიური ინვენტარიზაციის განხორციელება;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო/ფარმაცევტის განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: hr@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწყობის მენეჯერი“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.