სასტუმროების გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ნექსთი
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური, ქართული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია „ნექსთი“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაამყაროს კარგი ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან;
  • კლიენტებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ ნომრების შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში;
  • იმუშაოს კლიენტებთან შექმნილი ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
  • საკონტაქტო პირებს დროულად და პროფესიონალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროსთან დაკავშირებით;
  • სისტემატურად და რეგულარულად  გაყიდვების ვიზიტების და სატელეფონო ზარების განახორციელება არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან. მუდმივად განაახლოს საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
  • დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა მსგავს სააგენტოებთან კლიენტების მოზიდვის მიზნით;
  • მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში ისევე, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
  • პასუხიხმგებელია კომპანიის ყველა სასტუმროს ნომრის გაყიდვებზე, შემოსავლების დაგეგმვაზე, გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე;
  • შეიმუშავოს გაყიდვების წლიური გეგმა და უზრუნველყოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ დადგენილი შემოსავლების და მოგების გენერირება;
  • შესაბამის განყოფილებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სხვა საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;
  • კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებში, გამოფენებში;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სტუმარმასპინძლობის სფეროში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის სათანადოდ გადაცემის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
  • მივლინებებში წასვლის სურვილი და შესაძლებლობა

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე:  n.gabunia@nextgroup.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.