სამშენებლო კომპანია „ნექსთი“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაამყაროს კარგი ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან;
- კლიენტებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ ნომრების შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში;
- იმუშაოს კლიენტებთან შექმნილი ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
- საკონტაქტო პირებს დროულად და პროფესიონალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროსთან დაკავშირებით;
- სისტემატურად და რეგულარულად გაყიდვების ვიზიტების და სატელეფონო ზარების განახორციელება არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან. მუდმივად განაახლოს საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
- დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა მსგავს სააგენტოებთან კლიენტების მოზიდვის მიზნით;
- მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში ისევე, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
- პასუხიხმგებელია კომპანიის ყველა სასტუმროს ნომრის გაყიდვებზე, შემოსავლების დაგეგმვაზე, გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე;
- შეიმუშავოს გაყიდვების წლიური გეგმა და უზრუნველყოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ დადგენილი შემოსავლების და მოგების გენერირება;
- შესაბამის განყოფილებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სხვა საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;
- კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებში, გამოფენებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სტუმარმასპინძლობის სფეროში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის სათანადოდ გადაცემის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
- მივლინებებში წასვლის სურვილი და შესაძლებლობა
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: n.gabunia@nextgroup.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.