„თიფოქსი“ სამრეწველო სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის B2B ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. ბრენდი მსოფლიოში წამყვანი პრემიუმ კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. კომპანიის ბიზნეს მოდელი პასუხობს სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებს და სექტორს პრემიუმ ხარისხის პროდუქციასთან ერთად სთავაზობს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას.
ჩვენი მიზანია მომხმარებელისთვის სამშენებლო პროცესის გამარტივება. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.tfox.ge
კომპანია „თიფოქსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო მასალების ბაზარზე მოთხოვნის იდენტიფიცირება;
- კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება ;
- გაყიდვების გეგმის შეთანხმება კომპანიის დირექტორთან;
- გაყიდვების გეგმის განაწილება გუნდის შიგნით და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების დეპარტამენტის ფორმირება, ადამიანური და სხვა საჭირო რესურსების დაგეგმვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესის ორგანიზება და მათი საქმიანობების შეფასება;
- გაყიდვების პროცესის და შედეგების ანალიზი, არსებული ხარვეზების გამოვლენა და დროული რეაგირება;
- ანალიზზე დაყრდნობით გუნდის კვალიფიკაციის პერმანენტულად ამაღლების უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და მათთან კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიის შემუშავება;
- გუნდის ეფექტური მართვა და მოტივირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
- MS Office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სექტორში კონკურენტულ ანაზღაურებას;
- გამჭირვალე საბონუსე სისტემას;
- ტრენინგებს;
- Onboarding-ის გამართულ სისტემას გუნდში მარტივი ინტეგრაციისთვის;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
FitPass ;
საწვავს;
კორპორატიულ ნომერს;
კომფორტულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 22 ნოემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „თიფოქსმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს თიფოქსის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!