მიწოდების სამსახურის კოორდინატორი
თარიღები: 22 ოქტ - 20 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია:  კურიერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@reneco.ge

რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.


ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)


კომპანია “რენეკო” აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე.


სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25

სამუშაო გრაფიკი: პარასკევი 09:00 - 18:00 სთ, შაბათი - 09:00 – 14:00 სთ.


ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის შეკვეთების მიწოდების პროცესის ორგანიზება და კონტროლი; 
  • მიწოდების სერვისის ოპერაციული პროცესის გამართული და შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა; 
  • მიწოდების სერვისის თანამშრომლებზე შეკვეთების გადანაწილება და ყოველდღიური მარშუტის შედგენა;
  • შეკვეთების ა/ს საშუალებაში ჩატვირთვისა და საწყობიდან გასვლის კონტროლი;
  • მიწოდების სერვისის თანამშრომლების ამოცანებისა და ფუნქციების დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლი;  
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
  • ანალოგიურ  პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • მოქმედი მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა);
  • ავტომობილის მართვის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • თბილისის ქუჩების ცოდნა;
  • ნავიგაციის, რუკების აპლიკაციის გამოყენების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.


პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დავალებების სწორად დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.