საკვებწარმოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჩირინა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: დაზგის ოპერირება
შპს „ჩირინა“, “ბიუ-ბიუ”-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge)  ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული. 
კომპანია აცხადებს ვაკანსიას  მეფრინველეობის დარგში საკვებწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:
  • მეფრინველეობის წარმოების მთავარ ტექნოლოგთან ერთად საკვები რეცეპტების შემუშავება, 
  • რეცეპტების გადათვლა და კობინირებული საკვები ქარხნისთვის მოწოდება
  • ბროილერის წარმოების, სარემონტო მოზარდის, სადედე გუნდის საკვების დამზადების ყოველთვიური გეგმების მომზადება
  • ნედლეულის ხარისხის კონტროლი
  • კომბინირებული საკვები ქარხნის და სართიჭალას ტერიტორიაზე არსებული მარცვლეულის საშრობის და შესანახი კომპლექსის  მართვა. 
  • საკვებწარმოებაში არსებულ თანამედროვე ტენდენციებთან მუდმივი გაცნობა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, ქიმიის, მიკრობიოლოგიის  მიმართულებით
  • მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მეფრინველეობის/საკვებწარმოების დარგში
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა 
  • ანალიტიკური აზროვნება
  • შრომისმოყვარეობა
  • ორგანიზებულობა 
  • პასუხისმგებლობა

აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 01 ნოემბრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.