ინვენტარიზაციის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ლოჯისტიკური ცენტრი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 1800
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
შპს“ლოჯისტიკური ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზოციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით.
  • აღწერის შედეგების ასახვა პროგრამაში.
  • პროგრამული და ფაქტობრივი სასაქონლო ნაშთების შედარება და პროგრამული ასახვა.
  • ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
  • რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაგზავნა.
  • საქმიანობის სპეციპიკიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა- 1C , excel,
 
პიროვნული მახასიათებლები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალური და ოპერატიული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

პირობები:
  • სამუშაო დღეები/ სამუშაო საათები- ორშაბათი - პარასკევი  10:00 – 18:00 შაბათი - 11:00-16:00
  • ანაზრაურება-1,500 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე) შემდეგ 1,800 ლარი
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა-თბილისი, აფრიკის დასახლება, ა.ენუქიძე 7/ქიზიყის 50ბ 
  • კომპანია ახორციელებს თანამშრომელთა ტრანსპორტირებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევა/FITPASS
  • ბიბლუსის.და გამომცემლობა პალიტრა „ლ“ ფასდაკლების ბარათები

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@logistica.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 593 747 767 
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით. 
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა,  მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: s.makhatadze@logistica.ge
გისურვებთ წარმატებას!