ვიდეო-მონიტორინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ნიკორა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
სს „ნიკორას“  შვილობილი კომპანია  შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას ვიდეო-მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე: 

სამუშაო პირობები: 
  • ადგილმდებარეობა: ალ. მრევლიშვილის 2 (ნაძალადევის მეტროსთან) 
  • გრაფიკი: 09:00-18:00 სთ (დასვენება შაბათი) 
  • ანაზღაურება: 1300 ლარი 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საწარმოო ციკლში არსებული მოთხოვნების/ინსტრუქციების (ტექნოლოგიური, ტექნიკური, ორგანიზაციული) შესრულების მონიტორინგი; 
  • საწარმოო პროცესში არსებული პრობლემების/დარღვევების/შეფერხებების აღმოჩენა, მათი მიზეზების დადგენა და შესაბამისი ანგარიშების/მოხსენებების შედგენა; 
  • საწარმოო საწყობების გამართული ინვენტარიზაციის პერიოდული მონიტორინგი; 
  • მონიტორინგისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოს გამოყენება (სააღრიცხვო პროგრამა, ვიდეო მონიტორინგის სისტემა, პერსონალის მართვისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემა, დავალებების მართვისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემა; 
  • ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერების ამოღება, კლასიფიცირება და დაარქივება; 
  • მონიტორინგის სისტემების ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ შესაბამისი სამსახურისთვის მიმართვა; 
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა; 
  • საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ტექნიკური განხრით. უპირატესობა მიენიჭება: კომპიუტერულ ტექნოლოგიებს/ინჟინერიას/სასურსათო ტექნოლოგიებს; 
  • საოფისე პროგრამების  საშუალო დონეზე ცოდნა (MS Office); 
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე; 
  • მონიტორინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • უსაფთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩათვლება უპირატესობად. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი; 
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი; 
  • პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი; 
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი; 
  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; 
  • სისწრაფე; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. 

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: 
jobs@nikora.ge   სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  
 
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს   1 (ერთი)   წლის ვადით.  
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება,  ასევე მონაცემთა გადატანა,  დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება,  თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი,  წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge  შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.   
შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.