კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით “ნიკორა ჯგუფი“ წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა ჯგუფი“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge
სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას მოთხოვნისა და მიწოდების ანალიტიკოსის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ალ. მრევლიშვილის 2 (ნაძალადევის მეტროსთან)
- გრაფიკი: 09:00-18:00 სთ (დასვენება შაბათი)
- ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და გამოცდილებაზე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქციის წარმოების დაგეგმა, გადაცემა, კოორდინირება და საჭიროებისამებრ, მოდიფიცირება;
- მარაგების კონტროლი, წარმოებისთვისა და საწყობისთვის დროული მიწოდების მიზნით;
- წარმოების გეგმის შესრულების პერიოდული მონიტორინგი და შეფერხების არსებობის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
- მოთხოვნა – მიწოდების წინასწარი განსაზღვრა;
- ყოველკვირეული მარაგების შემოწმება;
- მიწოდების გეგმის შემუშავება, რესურსების ეფექტური განაწილებისა და ოპტიმალური საწყობის დონეების უზრუნველსაყოფად.
- ბიზნეს პროცესებში რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაზიარება შესაბამის ჩართულ მხარეებთან;
- სამუშაო გეგმების შესრულებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი და პერიოდული ანგარიშების/მოხსენებების შედგენა;
- საჭიროებისამებრ, პერსონალის კოორდინაცია და ზედამხედველობა, რომლებსაც დაევალათ კონკრეტული დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით;
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 1 წელი საწარმო მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე;
- MS Office (Word კარგი, Excel კარგი);
- ინგლისური ენის A2 დონეზე ცოდნა;
- ბუღალტრული პროგრამის (მაგ.: Apex) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- სისწრაფე და მოქნილობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- წარმოების დაგეგმვისა და მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა, ასევე წარმოების პროცესების ცოდნა და სტატისტიკური მონაცემების ინტერპრეტაციის უნარი.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.