აპარტ-სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 22 ოქტ - 19 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@stepsbatumi.ge
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. 
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას აპარტ-სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 8 საათიანი 5/2
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის მიხედვით  რეალიზაციის  გეგმის შესრულება, გაყიდვების ახალი შესაძლებლობების აქტიური მოძიება; 
  • არსებული და პოტენციური კლიენტების ქსელის განვითარება, საკონტაქტო პირების ბაზის მუდმივად განახლება;
  • კორპორატიული, ჯგუფური და ინდივიდუალური სეგმენტის მოსაზიდად აქტიური მუშაობა, მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, მედიაცია, ხელშეკრულებების გაფორმება; ფასების შეთანხმება და მხარეებს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი; 
  • OTA პლატფორმებზე სწორი საფასო პოლიტიკის წარმოება, კონკურენტების ანალიზი, აპარტ-სასტუმროს შეფასებების ანალიზი; 
  • ბაზრის ტენდენციების მოკვლევა, კონკურენტის პროდუქტის, ფასისა და ყველა სეზონზე მომხმარებლის მოთხოვნების ცოდნა  და კონკურენტული აქტივობების წარმართვა;
  • ღონისძიების მაძიებლების პაკეტების დამუშავება, შეთავაზება; 
  • GDS (Global Distribution System) და დაჯავშნის კომპანიებთან თანამშრომლობა; 
  • აპარტ-სასტუმროს სხვადასხვა  ტურისტულ გამოფენებზე წარმოჩენა;
  • კლიენტების საჭიროებების დროული უზრუნველყოფა, მაღალი მომსახურების ხარისხის დაცვა;
  • სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების ჯავშნის მიღების, განთავსებისა და სხვა სერვისების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა;  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება აპარტ-სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების შეგროვება,დამუშავებაზე, შენახვაზე დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. დასაქმების პროცესი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.  

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ნოემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!