კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თარიღები: 21 ოქტ - 19 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@freeacademy.edu.ge
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულენოვან) საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
 
კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე: 
მენეჯმენტი: 
  • ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია: 
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია: 
მათემატიკა : 
  • ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია; 
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია; 
ფილოსოფია: 
  • ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია; 
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია; 
DIGITAL მარკეტინგი: 
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია; 
მარკეტინგი: 
  • ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია; 
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია; 
ბუღალტრული აღრიცხვა: 
  • ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია; 
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია; 
 
ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები: 
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): 
  • განათლება:  დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 
  • გამოცდილება:  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები. 
  • დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. 
  • ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): 
  • განათლება:  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. 
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები. 
  • დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. 
 
თანამდებობაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით. 
  • კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: 
  • კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან; 
  • სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და სტაჟი; 
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა,  შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება,  რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები; 
  • სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა; 
  • საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები; 
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი; 
  • უცხო ენის ცოდნის დონე; 
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე. 
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
  • კონკურსანტის CV, რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ; 
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები; 
  • სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5  წლის განმავლობაში, წლების მითითებით);  
  • შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები); 
  • პირადობის მოწმობის ასლი;  
  • 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;  
  • ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;  
  • სხვა ინფორმაცია. 
 
კონკურსის ჩატარების  ვადა: 
  • კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 21 ოქტომბრიდან; 
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 21 ნოემბრიდან 29 ნოემბრის  ჩათვლით;  
  • კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა)  -  2024 წლის 2 დეკემბერს; 
  • კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2024 წლის 4 დეკემბერს (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე); 
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 6 დეკემბერს. 
 
საკონტაქტო რეკვიზიტები:  
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46.  ტელ: 0322 36 91 60 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:vacancy@freeacademy.edu.ge