სატრანსპორტო საშუალებების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი AWARD
ხელფასი: 2000 - 2200
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)
𝐀𝐰𝐚𝐫𝐝 𝐑𝐞𝐜𝐫𝐞𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 არის წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2011 წელს და თავისი რევოლუციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებაში.
შპს ,,AWARD’’ აცხადებს სატრანსპორტო საშუალებების სპეციალისტის ვაკანსიას.

პოზიციის დასახელება: ტრანსპორტის მენეჯერი 
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 2000-2200 ლარი 

ძირითადი მოვალეობები:
  • სატრანსპორტო საშუალებებზე დასაქმებულ პირთა ყოველდღიური აღრიცხვა ელექტრონულბაზაში, უწყისის წარმოება; 
  • ახალი თანამშრომლების მიღების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება ადმინისტრაციის მენეჯერისთვის; 
  • სამშენებლო ობიექტზე საწვავის საჭიროების დადგენა და მისი შესყდვების პროცედურების (მათ შორის, მიმწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია და დოკუმენტაციის გაფორმება;) და მიწოდების უზრუნველყოფა.
  • სატრანსპორტო საშუალებების მართვა, განაწილება და მათი მუშაობის ხარისხის ყოვედღიური კონტროლი;
  • სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, პრობლემების დადგენა და შესაბამის სამსახურზე გადაცემა, საჭიროების შემთხვევაში ლოჯისტიკური უზრუნველყობა.
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკის შესაბამისად საჭირო საწვავის ტიპის და ოდენობის განსაზღვრა, საწვავის გაცემა, გაცემული საწვავის ყოველდღიური აღრიცხვა ელექტრონულ ბაზაში და საწვავის მარაგის კონტროლი;
  • საწვავის ბარათების აღრიცხვა, გაცემა და საინფორმაციო ბაზის წარმოება/უზრუნველყოფა. 
  • სამუშაოების წარმოების პროცესში ტექნიკისა და საწვავთან დაკავშირებით გამოვლენილი შეფერხებისა და საჭიროების შესახებ ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივი ინფორმირება, მისი მითითებების შესაბამისად, შემდგომი ქმედებების განხორციელება;

პროფესიული მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე ან/და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • MS Office პროგრამებში მუშაობის ცოდნა (მათ შორის Excel)

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი; 
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორინტირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: vacancy@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ნოემბერი
გისურვებთ წარმატებას!