სარეკლამო კომპანია "ოლიმპო" აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო ხელოსნის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
შესვენება: 1 საათი
ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
ძირითადი მოვალეობები:
- ლაითბოქსის/მოცულობითი ასოების აწყობა/მონტაჟი/დემონტაჟი;
- ბანერის/სტიკერის/ბადე-სტიკერის მონტაჟი/დემონტაჟი;
- კონსტრუქციის აწყობა/ბანერის გადაჭიმვა;
- მონტაჟები როგორც თბილისში, ისე საქართველოს მასშტაბით;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სარეკლამო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- მართვის მოწმობის B, C კატეგორია ჩაითვლება უპირატესად;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მიზანდასახული და სუფთად მუშაობის უნარი;
- პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@olympo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სარეკლამო ხელოსანი.