მოლარე-კონსულტანტი

ბათუმი სრული განაკვეთი ევრო ბრენდი
მივლინება: არა ხელფასი: 700 - 750
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: მოლარე
კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand)  წარმოდგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას,  რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...) 

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.ბათუმ-ში .(ბათუმი მოლი, ზ. გორგილაძის N88)

ძირითადი მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო/უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის  პოზიციაზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
  • მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 700-750  ლარი; დამატებით საბონუსე სისტემა.
  • მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი 
  • ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივ ანაზღაურება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge  და   მიუთითოთ პოზიცია:  მაღაზიის „ კონსულტანტი ბათუმის ფილიალში“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ. 
ან დაგვიკავშირდით ნომერზე  +995 551 54 72 89  (სამუშაო საათებში)
გისურვებთ წარმატებებს!