კომპანია „სტანდარტი +“ ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურეობა;
- შემოსულ შეტყობინებებზე (whatsapp-სა და viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა bao-ში შეტანა.
მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია პროგრამა AutoCAd-ის ცოდნა ( შესაძლებელია ადგილზე შესწავლაც)
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
- პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები) : 1000 ლარი;
- ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები) : 1500 ლარი;
- მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე , თ. ერისთავის ქუჩა #1;
- სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 10:00 სთ -18:00 სთ.
დაინტერესების
შემთხევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com.
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.