გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
თარიღები: 22 ოქტ - 19 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: todua@common-bridge.com
სატრანსპორტო კომპანია „ქომმონ ბრიჯი“ აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.   
ჩვენ ვართ სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით.  
კომპანიის ვებ-გვერდი : https://common-bridge.com/ 
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 50  
განაკვეთი: სრული  
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00 
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან  
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა; 
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან; 
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული     ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი; 
  • დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი; 
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე ( ქართული ენის ცოდნა აუცილებელია); 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office). 
 
უნარ-ჩვევები: 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი; 
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე: todua@common-bridge.com ; gorelishvili@common-bridge.com  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი.დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.