ინდუსტრიული სამშენებლო პროექტების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელემენტ კონსტრაქშენი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. 
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.  
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge 
 
„ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას  ინდუსტრიული სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პროექტის პროცესების ზედამხედველობა ( მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება); 
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან; 
  • პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;  
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;  
  • ინდუსტრიული პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა, კონტროლი და მართვა; 
  • სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია; 
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;  
  • საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მოცულობების გადამოწმება; 
  • საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება; 
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა; 
  • პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყოველდღიური რეპორტის მომზადება; 
  • რეგულარული შეხვედრების დაორგანიზება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);  
  • პროექტის შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა; 
  • პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; 
  • პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad); 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.  
 
უნარ-ჩვევები: 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • კრეატიულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. 

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო განაკვეთი -  სრული; 
  • ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად; 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 
  • FitPass; 
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • საწვავი; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2024 წლის  21 ნომებრამდე. 
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 
 
გისურვებთ წარმატებებს!