ლოგისტიკის მენეჯერი
VIP PIPIA
თარიღები: 22 ოქტ - 19 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 +ბონუსი
ენები: რუსული აზერბაიჯანული თურქული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: llc.pipia@gmail.com
"LLC PIPIA" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვები) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ვაჟა ფშაველას 65 ნომერი
სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800 ლარი ფიქსირებული და მზარდი, ბონუსი 8-15% .
 
მოვალეობები:
  • გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი;
  • სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
  • ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა უკვე არსებულ პარტნიორებთან;
  • მოულოდნელი ლოგისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
  • ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოგისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა ქართული, რუსული  აზერბაიჯანული და თურქული  ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე llc.pipia@gmail.com