"LLC PIPIA" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვები) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ვაჟა ფშაველას 65 ნომერი
სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800 ლარი ფიქსირებული და მზარდი, ბონუსი 8-15% .
მოვალეობები:
- გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი;
- სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
- ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
- ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
- რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა უკვე არსებულ პარტნიორებთან;
- მოულოდნელი ლოგისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
- ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოგისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა ქართული, რუსული აზერბაიჯანული და თურქული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე llc.pipia@gmail.com