უმცროსი ადმინისტრატორი
თარიღები: 19 ოქტ - 17 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 1500
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@superstore.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: 577021010
სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

სუპერი“ ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 15 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

 კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:https://superstore.ge/

მიმდინარედ „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის.

ახალ წევრს ელექტრონული მაღაზიის გუნდში სამუშაოდ ვეძებთ, რომელიც საიტის უმცროსი ადმინისტრატორის თანამდებობაზე დასაქმდება.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის ქუჩა
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00
  • ანაზღაურება: 1000 – 1500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის (დასახელება, სურათი, აღწერა, ღირებულება და სხვ.) დამუშავება და საიტზე განთავსება;
  • საიტზე პროდუქციის შესახებ განთავსებული ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი, საჭიროების შესაბამისად ცვლილება;
  • საიტზე არსებული პროდუქციისთვის კატეგორიების, თეგების მინიჭება და მართვა;
  • საიტზე არსებული პროდუქციის ფასდაკლებების მართვა;
  • საიტის ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პირებთან კომუნიკაციის გზით, ხარვეზების აღმოფხვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია და უპირატესობად ჩაითვლება საიტის მართვის ნებისმიერი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა;
  • MS Excel / Google Sheets - ს საშუალო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროისა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა;

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;

თუ მოცემული ვაკანსია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე -  HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება).

ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577021010

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.