„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
„სუპერი“ ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
„სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, მიმდინარედ ვეძებთ ახალ წევრს შესყიდვების მენეჯერის / ბაიერის თანამდებობაზე.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის №1
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
- ანაზღაურების ოდენობა: 4000 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
- შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება, პროდუქციის შესაბამისად შესყიდვა, მოწოდების პროცესის კონტროლი;
- ფასწარმოქმნის (საბაზისო ფასი) პროცესში ჩართულობა, სარეკომენდაციო ფასების შემუშავება;
- გაყიდვების ანალიზი, მათ შორის რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა;
- ყოველდღიური, სეზონური, სადღესასწაულო ფასდაკლებების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, მათ შორის, პროდუქციის სააქციო ფასების შემუშავება;
- ადგილობრივი ბაზრის ანალიზი - კონკურენტი კომპანიების, ასორტიმენტის, ფასების მონიტორინგი;
- სარეალიზაიო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება (არსებული ასორტიმენტის რეალიზაციის, ბაზრის ტენდენციების საფუძველზე);
- არსებული და ახალი პროდუქციის სპეციფიკაციის, ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმირებულობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
- პროდუქციის მარაგების/ნაშთების კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
- სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება განსაზღვრული პერიოდულობით და მოთხოვნის შესაბამისად;
- წუნდებული პროდუქციის მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, პროგრამულად ასახვა, შენახვა;
მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვების მენეჯერი / ბაიერი:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია, მსგავს თანამდებობაზე, მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; იდენტურ სფეროში (საყოფაცხოვრებო ნივთები) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ბიზნესი/ფინანსების მიმართულებით);
- აუცილებელია, ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციისთვის);
- აუცილებელია, Microsoft Office-ს, განსაკუთრებით EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- სხარტი, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
გუნდის წევრს ვთავაზობთ:
- მეგობრულ, პროფესიონალურ გარემოსა და საინტერესო სამუშაო პროცესს;
- პროფესიული განვითარების დიდ შესაძლებლობას და გუნდის მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას;
- საინტერესო, მრავალფეროვან მივლინებებს სხვადასხვა გამოფენაზე;
- კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას;
- კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რეზიუმეს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 კვირის ვადაში);
- ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, 18 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, აუცილებლად ქართულ ენაზე (წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება), მისამართზე: HR@superstore.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - შესყიდვების მენეჯერი / ბაიერი
ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577021010
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !