უძრავი ქონების მართვის კომპანია, Red House-ი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზესამუშაო ტიპი: დისტანციურისამუშაო გრაფიკი: მოქნილიანაზღაურება: 500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- წინასწარ შემუშავებული ბრიფების საფუძველზე, სოცქსელებისთვის ვიზუალური მასალების (პოსტერების) შექმნა;
- საბეჭდი და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება;
- ბრენდბუქის მიხედვით ბრენდირებულ მასალებთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- გრაფიკული დიზაინის პრინციპების ღრმა ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
- Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- Adobe InDesign-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საბეჭდი მასალების დიზაინთან მუშაობის გამოცდილება;
- ბრენდბუქებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:- დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება;
- შემოქმედებითი ხედვა და ინოვაციური იდეების შექმნის უნარი;
- ბრიფის სწრაფი გააზრება და შესაბამისი კონცეფციის შექმნა;
- დედლაინების ფარგლებში მუშაობის უნარი;
- გუნდური კომუნიკაციისა და კოლაბორაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:- დისტანციური და მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელიც დაგეხმარებათ სამუშაოს და პირადი დროის ბალანსში;
- კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.
თუ დაინტერესდით, აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: hr@redhouse.geგთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ “გრაფიკოს დიზაინერი”.მნიშვნელოვანი ინფორმაცია: პორტფოლიოს გარეშე განაცხადები არ განიხილება.გისურვებთ წარმატებას!