საბავშვო ბაღი, "ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს კონკურს აღმზრდელის/აღმზრდელის ასისტენტის ვაკანსიაზე .
აღმზრდელი
განათლება:
აღმზრდელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
- ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში და ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება.
- ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
- ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და და ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 1-წლიანი გამოცდილება.
აღმზრდელის პროფესიული მახასიათებლები:
- აღმზრდელი ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს.
- აღმზრდელს შეუძლია, უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელოსაგანმანათლებლო პროცესი.
- აღმზრდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს.
- აღმზრდელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს.
- აღმზრდელი ავლენს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარს.
- აღმზრდელმა იცის და გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები და განვითარების კანონზომიერებები, მასზე მოქმედი ფაქტორები.
- აღმზრდელი იცნობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა პედაგოგიურ მოდელებსა და პროგრამებს.
- აღმზრდელმა იცის და პრაქტიკაში იყენებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდოლოგიას.
- აღმზრდელს შეუძლია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის აქტიური ჩართვა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ.: მათთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა.შ.).
- აღმზრდელმა იცის თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებს მას, როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს.
- აღმზრდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს იმგვარად წარმართავს, რომ უზრუნველყოს ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტში წარმოდგენილი ყველა სფეროს (ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების, შემეცნებითი, დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევის) განვითარება და შედეგების მიღწევა.
- აღმზრდელმა იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები.
- აღმზრდელი იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რაც ხელს უშლის ბავშვის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას; ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სწავლასა და განვითარებას.
აღმზრდელის ხელფასი, განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად , თვეში 1000-დან 1400 ლარამდე საზღვრებში.
აღმზრდელის ასისტენტი:
თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლს მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა.დაცვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში;
- აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;
- აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი;
- კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება;
- სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა;
- ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
- პროფესიული ან/და ზოგადი განათლება,
- სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
- რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ;
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მზრუნველობა;
- ყურადღებიანობა;
- დაკვირვებულობა.
აღმზრდელის ასისტენტის ხელფასი, განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად , თვეში 800-დან 900 ლარამდე საზღვრებში.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
info@nabij-nabij.orgსაბავშვო ბაღი მდებარეობს, მისამართზე: თბილისი, დარიალის შესახვევი 9.
საკონტაქო ნომერი: +995 599081441