აღმზრდელის/აღმზრდელის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი საბავშვო ბაღი ნაბიჯ-ნაბიჯ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მეცნიერება/განათლება: სკოლამდელი განათლება
საბავშვო ბაღი, "ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს კონკურს აღმზრდელის/აღმზრდელის ასისტენტის ვაკანსიაზე . 

აღმზრდელი

განათლება:
აღმზრდელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
  • ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში და ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება.
  • ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
  • ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების  მიმართულებით და და ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 1-წლიანი გამოცდილება.

აღმზრდელის პროფესიული მახასიათებლები:
  • აღმზრდელი  ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს.
  • აღმზრდელს შეუძლია, უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელოსაგანმანათლებლო პროცესი. 
  • აღმზრდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს.
  • აღმზრდელი  პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს. 
  • აღმზრდელი ავლენს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარს.
  • აღმზრდელმა იცის და გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები და განვითარების კანონზომიერებები, მასზე მოქმედი ფაქტორები. 
  • აღმზრდელი იცნობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა პედაგოგიურ მოდელებსა და პროგრამებს.
  • აღმზრდელმა  იცის და პრაქტიკაში იყენებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდოლოგიას.
  • აღმზრდელს შეუძლია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის აქტიური ჩართვა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ.: მათთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა.შ.).
  • აღმზრდელმა იცის თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებს მას, როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს.
  • აღმზრდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს იმგვარად წარმართავს, რომ უზრუნველყოს ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტში წარმოდგენილი ყველა სფეროს (ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების, შემეცნებითი, დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევის) განვითარება და შედეგების მიღწევა. 
  • აღმზრდელმა იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები. 
  • აღმზრდელი იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რაც ხელს უშლის ბავშვის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას; ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სწავლასა და განვითარებას.

აღმზრდელის   ხელფასი, განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად , თვეში 1000-დან 1400 ლარამდე საზღვრებში.

 
აღმზრდელის ასისტენტი:

თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლს მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა.დაცვა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში;
  • აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;
  • აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი;
  • კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება;
  • სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა;
  • ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
  • პროფესიული ან/და ზოგადი განათლება,
  • სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
  • კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
  • რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ;

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მზრუნველობა;
  • ყურადღებიანობა;
  • დაკვირვებულობა.

აღმზრდელის ასისტენტის    ხელფასი, განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად ,  თვეში 800-დან 900 ლარამდე საზღვრებში.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@nabij-nabij.org
საბავშვო ბაღი მდებარეობს,  მისამართზე: თბილისი, დარიალის შესახვევი 9.
საკონტაქო ნომერი: +995 599081441