საკონდიტრო შეფ დე პარტიე
2xP PRIORITY Swissotel Tbilisi
თარიღები: 18 ოქტ - 15 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  კონდიტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: salome.abramidze@accor.com

„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დეპარტამენტში  საკონდიტრო შეფ დე პარტიეს პოზიციაზე


Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.


ძირითადი მოვალეობები:

  • დესერტების მომზადება  სასტუმროს რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით,
  • სასტუმროს სტანდარტების მიხედვით  საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის  ხარისხის მოთხოვნების ცოდნა; დაცვა და კონტროლი,
  • პროდუქციის ვიზუალურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
  • ახალი პროდუქციის შეთავაზება და მენიუს დახვეწა;
  • საკონდიტრო, საცხობი დანადგარების და სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა/კონტროლი;
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა,კონტროლი  HACCP სტანდარტების მიხედვით


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულია სასტუმროს საკონდიტროში მაღალ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,

 

 პიროვნული თვისებები:

  • გუნდში მუშაობის და მართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა.


დამატებითი სარგებელი:

  • კვება,
  • დაზღვევა,
  • ტრანსპორტირება (ღამის საათებში)
  • საბონუსე სისტემა,
  • ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე მსოფლიოს მაშტაბით

სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო ვირსალაძის N3

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Tamar.jincharadze@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. (საკონდიტრო შეფ დე პარტიე )

„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!