დასუფთავების სამსახურის თანამსრომელი/ჭურჭლის მრეცხავი
თარიღები: 18 ოქტ - 16 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900 - 1000
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  დიასახლისი (ჰაუსკიპინგი) ჭურჭლის მრეცხავი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.iotahotels@gmail.com
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლისა (ქალბატონი/მამაკაცი) და ჭურჭლის მრეცხავის პოზიციებზე.
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი
ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა
  • სასტუმროს ტერიტორიის დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით
  • კომპლექსის სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სავალდებულოა მინიმუმ 0-1 წლიანი გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით
  • უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე
  • პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ
1200 ლარამდე ანაზღაურება)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

ჭურჭლის მრეცხავი
ძირითადი მოვალეობები:
  • კვებისა და სასმელების განყოფილებაში გამოყენებული ერთეულების გასუფთავება, გადატანა, შენახვა
  • ჭურჭლის რეცხვა და სამზარეულოს დალაგება
  • სამზარეულოს ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 0-1 წლამდე გამოცდილება.

ფიქსირებული ანაზღაურება - 900 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ
1100 ლარამდე ანაზღაურება)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ.N10.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  hr.iotahotels@gmail.com  და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი" ან “ ჭურჭლის მრეცხავი“), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!