ლოჯისტიკის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა”  აცხადებს ვაკანსიას „ლოჯისტიკის  მენეჯერის“ პოზიციაზე ქ. ბათუმში.  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საწყობებში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ლოჯისტიკის მიმართულებით; 
  • წლიური, ყოველთვიური და ყოველდღიური სამუშაო გეგმების შემუშავება; 
  • სასაქონლო მარაგების ყოველდღიური კონტროლი და საწყობებს შორის ტვირთების მოძრაობის ორგანიზება / კონტროლი; 
  • ტვირთების გადაადგილება-გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავტო-სატრანსპორტო საშუალებების გზაში მოსალოდნელი შეფერხება, ან ტვირთების მოძრაობისას შესაძლო დაზიანება; 
  • სასაწყობე ფართის სწორად გამოყენების და პროდუქციის უსაფრთხო პირობებში შენახვის დაგეგმვა; 
  • საქონლის აღრიცხვა-მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი; 
  • მოსალოდნელი გართულებების პროგნოზირება და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვა და გატარება; 
  • სასაქონლო მარაგების, კომპანიის მიერ დაგეგმილ დროს, ინვენტარიზაცია და პროცესის ორგანიზება / კონტროლი; 
  • დაქვემდებარებულთა შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს კონტროლი; 
  • საჭირო ინფორმაციის გაცვლის მიზნით სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა; 
  • გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (დადგენილი სტანდარტის შესაბამისად) სრულყოფის ორგანიზება; 
  • სამუშაო პროცესის უწყვეტობა და მონიტორინგი; 
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (უფლებამოსილების ფარგლებში); 
  • ხელმძღვანელობისთვის საქმიანობის ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ანგარიშის წარდგენა; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (ლოჯისტიკა / ფინანსები); 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი); 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა). 
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 
 
სასურველი უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • დისციპლინირებული; 
  • ენერგიული; 
  • შრომისმოყვარე; 
  • პუნქტუალური; 
  • გუნდურობა; 
  • ლიდერობა. 
 
დამატებითი ინფორმაცია:  
  • ანაზღაურება - შეთანხმებით; 
  • სამუშაო გრაფიკი - სრული 
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის  18 ნოემბერი 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ლოჯისტიკის   მენეჯერი“. 
 
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.