თბილისის წარმომადგენლობის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი PayBox
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
PayBox საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 
 
PayBox  აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის, მიზანია, ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება და ტერმინალების გადაადგილება. 
 
რისი გაკეთება მოგიწევს: 
  • ქსელში არსეული ტერმინალების გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • მათი სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება; 
  • ტექმინალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და მისი დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა; 
  • ტერმინალის პროგრამული უზრუნველყოფა: სისტემის გამართვა, დრაივერების დაყენება, სისტემის ინსტალაცია; განახლებების ინსტალაცია ,  
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში არსებული პროქტრებში  ჩართულობა. 
 
ცოდნა რაც დაგეხმარება: 
  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება; 
  • ვინდოუსის და ლინუქსის საბაზისო დონეზე ცოდნა; 
 
მნიშვნელოვანია: 
  • ავტომობილის ფლობა; 
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
 
უნარები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სამუშაოს ორგანიზება; 
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი; 
 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. 
 
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. 
 
სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 0322 303 308.