პრომოუტერი

ბათუმი სრული განაკვეთი Eacon
მივლინება: არა ხელფასი: 800
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი
კომპანია „ეაკონი “15 წელია ახორციელებს სამღებრო აქსესუარების, სპრეი საღებავების და წებვადი ლენტების (სკოჩების) დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით. ჩვენი კონცეფციაა შევთავაზოთ კლიენტს სამღებრო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარისხიანი პროდუქცია.
ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ბათუმში. 

მოვალეობები:
  • კლიენტების მომსახურება, კონსულტაცია, პროდუქციის საცალო რეალიზაცია;
  • არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა და სიახლეების შესახებ გაცნობა;
  • კონკურენტების ფასების და პროდუქციის ცოდნა; 
  • პროდუქციის მერჩენდაიზინგი;
  • მარაგების კონტროლი და შეკვეთების ორგანიზება;
  • ვადების კონტროლი (ასეთის არსებობის შემთვხვევაში);
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 დღე. 1  დღე  დასვენება,  დღის განმავლობაში 6 საათი (1 საათი შესვენება)
  • სამუშაო ადგილი - ჰიპერმარკეტ გორგიას ბათუმის ფილიალი,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პრომოუტერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო სფეროში გაყიდვების ან მსგავსი მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
  • სიახლეებისადმი ინტერესი.

რას გთავაზობთ ჩვენ:
ხელზე ასაღებ თანხას 800  ლარის ოდენობით და დამატებით ბონუსს რეალიზაციის მიხედვით;  საშვალოდ 1000-1100 ლარი
ტრენინგებს პროდუქციის შესასწავლად;
ყველა აუცილებელ სამუშაო პირობას ეფექტურად მუშაობისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mtsiklauri@eacon.ge -ზე და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.