ანესთეზიოლოგიური სამსახურის მორიგე ექთანი

მარნეული სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
სამედიცინო: მედდა, ანესთეზიოლოგი
სამუშაო ადგილი : ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩა 
გრაფიკი : 24 საათიანი მორიგეობები 
შპს. „ავერსის კლინიკა“ აცხადებს მორიგე ექთნის  ვაკანსიას მარნეულის ფილიალის ანესთეზიოლოგიის  განყოფილებაში.  
(თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ‘’ავერსის კლინიკა’’.) 
 
 
ძირითადი  მოვალეობები: 
  • პაციენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში; 
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება. 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:  
  • შესაბამის პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება; 
  • განათლება:  საშუალო სპეციალიზირებული, მედდის კვალიფიკაციით; 
  • კომპიუტერთან მუშაობა (ინფორმაციის მოძიება, შეყვანა, ამობეჭდვა); 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ორგანიზებულობა;  
  • გულისხმიერება. 
 
დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: ანესთეზიოლოგიის მორიგე ექთანი (მარნეული) იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.  რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა   30/10/2024. 
 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.   
 
გისურვებთ წარმატებას!