ავეჯის ამწყობ-მემონტაჟე
თარიღები: 18 ოქტ - 16 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2700 - 2900
მართვის მოწმობა: B
სამშენებლო, უძრავი ქონება:  დურგალი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@littentree.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 595 075 003
თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გაქვს უფრო მეტის სწავლის სურვილი, გინდა განვითარდე პროფესიულად და გქონდეს სტაბიულური სამსახური, ავეჯის ქართულ საწარმოში Litten Tree ავეჯის ამწყობ-მემონტაჟეს ვეძებთ. 
 
ჩვენი მოთხოვნები ასეთია:  
  • სასურველია თუ გექნება 1 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია გქონდეს ავტომობილის მართვის მოწმობა, B კატეგორია.  

შენს მოვალოებებში შევა:  

  • ავეჯის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე; 
  • დამზადებული ავეჯის დამკვეთის მისამართზე აწყობა-მონტაჟი; 
  • მონტაჟის ნაწილში დამკვეთთან კომუნიკაცია და მისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა; 

ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ პროფესიული კრიტერიუმების გარდა პიროვნული თვისებებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგია თუ იქნები: 

  • ხშირად იქნები ინიციატორი და სიახლეების მიმართ გახსნილი; 
  • გუნდური მუშაობა შენთვის სასიამოვნო იქნება; 
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა შენი ძლიერი მხარეები იქნება.  
  • გექნება მოლაპარაკებებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;  
 
ჩვენს კომპანიაში დაგხვდება:  
  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა; 
  • მეგობრული გუნდი; 
  • სტაბილური ანაზღაურება; 
  • პროფესიონალური დამოკიდებულება; 
  • საერთაშორისო კატეგორიის მანქანა-დანადგარები და მათთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა. 
 
  
ხელფასი განისაზღვრება შენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, საშუალოდ 2700-დან 2900 ლარამდე.  
  
თუ თვლი, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება გამოგვიგზვანე შენი აპლიკაცია (CV) ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge  
ან დაგვიკავშირდით ნომერებზე: +995 595 075 003;  +995 574 07 00 11 ;  +995 592 15 19 19