თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გაქვს უფრო მეტის სწავლის სურვილი, გინდა განვითარდე პროფესიულად და გქონდეს სტაბიულური სამსახური, ავეჯის ქართულ საწარმოში Litten Tree ავეჯის ამწყობ-მემონტაჟეს ვეძებთ. ჩვენი მოთხოვნები ასეთია: - სასურველია თუ გექნება 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია გქონდეს ავტომობილის მართვის მოწმობა, B კატეგორია.
შენს მოვალოებებში შევა: - ავეჯის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე;
- დამზადებული ავეჯის დამკვეთის მისამართზე აწყობა-მონტაჟი;
- მონტაჟის ნაწილში დამკვეთთან კომუნიკაცია და მისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ პროფესიული კრიტერიუმების გარდა პიროვნული თვისებებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგია თუ იქნები: - ინიციატორი და სიახლეების მიმართ გახსნილი;
- გუნდური მუშაობა შენთვის სასიამოვნო იქნება;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა შენი ძლიერი მხარეები იქნება.
- გექნება მოლაპარაკებებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
ჩვენს კომპანიაში დაგხვდება: - პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა;
- მეგობრული გუნდი;
- სტაბილური ანაზღაურება;
- პროფესიონალური დამოკიდებულება;
- საერთაშორისო კატეგორიის მანქანა-დანადგარები და მათთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა.
ხელფასი განისაზღვრება შენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, საშუალოდ 2700-დან 2900 ლარამდე. თუ თვლი, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება გამოგვიგზვანე შენი აპლიკაცია (CV) ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge ან დაგვიკავშირდით ნომერებზე: +995 595 075 003; +995 574 07 00 11 ; +995 592 15 19 19