ფინანსური მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ამბასადორი ბათუმი აილენდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური მენეჯერი
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის  პოზიციაზე. 
მდებარეობა : ბათუმი 
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი   
სამუშაო დრო: 5/2 
უცხო ენა: ინგლისური ან რუსული 
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და  საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის ფინანსების მიმდინარე ხარჯების მართვა; 
  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 
  • ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა; 
  • კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა; 
  • დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა; 
  • ბუღალტრული განყოფილების/ბუღალტრის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებების მონიტორინგი და ანალიტიკა; 
  • შემოსავლების სამსახურის მიმართ დამკვეთის ბუღალტრის მიერ დეკლარაციების დროულად წარდგენის მონიტორინგი; 
  • ახალი პროდუქტების და ბიზნეს მიმართულებების ფორმირების პროცესში ჩართულობა და ფინანსურ ჭრილში რეკომენდაციის გაცემა; 
  • სტრატეგიული ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა; 
  • წლიური აუდიტის ორგანიზებაზე პასუხიმგებლობა; 
  • ზემდგომი პირებისათვის კომპანიის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 
  • კომპანიის  ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, პროცედურების დაცვაზე კონტოლის უზრუნველყოფა; 
  • ბანკებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა; 
  • წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით მენეჯმენტისთვის რეპორტის წარდგენა, მათ შორის მოგება - ზარალი; 
  • სამუშაო პროცესისთვის საჭირო ახალი რეპორტების შექმნა / დამუშავება. 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით); 
  • 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ფინანსური მენეჯერი); 
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; 
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა; 
  • Fina-ს პროგრამებში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის, Excel-ის ს მაღალ დონეზე ფლობა; 
 
 
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eve-capital.com  
 
გისურვებთ წარმატებას!