გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 18 ოქტ - 16 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@thermocenter.ge
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.thermocenter.ge

შპს ,,თერმო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი კოსმონავტების ქუჩა
სამუშაო განაკვეთი: სრული 
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლებისთვის და მათი ინფორმირება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ;
  • პროდუქციის შეკვეთა, რეალიზაცია და შესაბამის სისტემაში ასახვა;
  • შეკვეთილი პროდუქციის კონტროლი რაოდენობისა და მოდელების მიხედვით;
  • გაყიდვების ზრდისთვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებით ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,გაყიდვების მენეჯერი.“ 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!