კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აგრონომი
მივლინება: არა ხელფასი: 2500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში. 
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი და ვიზიტები სხვადასხვა რეგიონებში
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი-შაბათი 
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ აღნიშნული პოზიცია მოიცავს პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტებს რეგიონებში.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით, როგორც საცალო ასევე კორპორატიულ გაყიდვებში
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  • აგრონომიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
  • საჭიროა ავტომობილის მართვის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
  • მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
  • კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
  • გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
  • ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;

უნარები:
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: ხელფასი ფიქსირებული 2500 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.utalishvili@agronom.com.ge ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.