დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი თერმო ცენტრი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა. 

შპს ,,თერმო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი 
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  
  • უზრუნველყოს შოურუმის და ოფისის სისუფთავე; 
  • გაუფრთხილდეს განთავსებულ ინვენტარს; 
  • მკაცრად დაიცვას ორგანიზაციაში გაწერილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმები; 
  • შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებები; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; 
 
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებილობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • თავაზიანობა; 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,დიასახლისი.“  

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.