სოც მედია მენეჯერი
თარიღები: 21 ოქტ - 14 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@anagicollab.ge

კომპანია „ანაგი ქოლაბი", რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების დეველოპერულ სერვისებს,

 აცხადებს კონკურსს სოც მედია მენეჯერის პოზიციაზე.

 

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის  სოციალური მედიის მართვა;
  • სოციალური მედიის შინაარსობრივი სტრატეგიის შემუშავება;
  • კონტენტისა და ვიზუალური მასალის შექმნა დიზაინერის დახმარებით და განთავსება ციფრულ პლატფორმებზე;
  • კომპანიის სოციალური მედიის (Facebook, LinkedIn, InstagramTwitter) გამართული შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
  • მასალების შინაარსობრივი დამუშავება, ქართულ და ინგლისურ ენებზე და განთავსება ციფრულ პლატფორმებზე;
  • სოციალურ ქსელში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • კამპანიების დაგეგმარება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
  • შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
  • რეპორტინგი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@anagicollab.ge  გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სოც მედია მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.