უძრავი ქონების რეალტორი
თარიღები: 18 ოქტ - 16 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება:  უძრავი ქონების აგენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: dreamhome7777@yahoo.com
უძრავი ქონების  კომპანია "Dream Home" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების  რეალტორის  პოზიციაზე.

მოკლედ კომპანიის შესახებ: უძრავი ქონების  კომპანია  „Dream home“  ორიენტირებულია განვითარებაზე  და თავის მომხმარებელს სთავაზობს  ხარისხიან,   სწრაფ  და ეფექტურ  მომსახურებას    ბინების, სახლების, კომერციულ   ფართების  და მიწის ნაკვეთების  ყიდვა - გაყიდვა - გაქირავების მიმართულებით.

სამუშაო პირობები: 8 საათიანი  სამუშაო გრაფიკი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათ.  10:30-დან 18:30-მდე -     შაბათი -კვირა დასვენება.
ანაზღაურება: გამომუშავებით  (2000 ლარიდან ზევით)
ადგილმდებარეობა: თბილისი,  ვაჟა-ფშაველას გამზირი N16

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
  • უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში შეტანა-რეგისტრაცია;
  • შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
  • ხელშეკრულების გაფორმება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური  კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;  
  • დაგეგმვის  და  დროის მართვის  უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენი  კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრული გარემოს/თიმბილდინგს;
  • კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
  • შეხვედრებზე ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
  • წამახალისებელ ღონისძიებებს, ტურები როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის ტრენინგებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე  როგორიცაა:  ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ტექნიკები, კომფლიქტების მოგვარება,  ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : dreamhome7777@yahoo.com წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "რეალტორის“ პოზიციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. 
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.