საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი PepsiCo
მივლინება: არა ხელფასი: 1300
განათლება: საშუალო განათლება
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეექვსე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2023 ევროპასა და საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის აგროვება მიღებული შეკვეთის მიხედვით და სატრანსპორტო ტექნიკის დატვირთვა;
  • მიღებული პროდუქციის დროული გადმოტვირთვა და დასაწყობება;
  • ატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი;
  • სასაწყობე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

კანდიდატის პროფილი:
  • განათლება - საშუალო
  • სასურველია სასაწყობე მეურნეობაში ან ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა
  • ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ?
  • კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება - 1300 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
  • კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: EURCAUWHOpening@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.