ბუღალტერი
თარიღები: 17 ოქტ - 15 ნოე
მდებარეობა: მცხეთა ნატახტარი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Bakhtadze.G@gudauri.world

ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია "Waterland"-ი, რომელიც მდებარეობს მცხეთის რაიონ, სოფელ ნატახტარში ეძებს გუნდის ახალ წევრს ბუღალტრის თანამდებობაზე.


მოვალეობები

  • კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოებას ;
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმართვა;
  • ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და პროგრამულად დამუშავება;
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი.
  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო ასახვა;
  • პირველადი დოკუმენტების მომზადება, სისწორის შემოწმება, დალაგება და პროგრამაში გატარება;
  • ყოველთვიური ბალანსის, მოგება-ზარალის ანგარიშის მომზადება, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, დეკლარაციების მომზადება;
  • პროდუქციის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
  • ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება


მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ფინანსურ სფეროში
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
  • პროგრამა FMG, 1C-სა და Excel-ის კარგად ცოდნა. 
  • საწარმოში ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • რუსული ენის ცოდნა;


პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • დისციპლინირებული, შრომისმოყვარე;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი 


პირობები

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • დასვენების დღე: შაბათი და კვირა;
  • ანაზღაურება შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
  • გამოსაცდელი ვადა 6 თვე.
  • კომპანიის მომსახურეობის სერვისში შედის:
  • თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა M ახმეტელიდან
  • სადილით უზრუნველყოფა


თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ - ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის

მისამართზე Bakhtadze.G@gudauri.world  სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 


გისურვებთ წარმატებებს!