ცენტრალური ბექ-ოფისის განყოფილების სპეციალისტი
თარიღები: 17 ოქტ - 10 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
საბანკო:  საბანკო(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@silkbank.ge
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში ცენტრალური ბექ-ოფისის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2
დამატებითი ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა;

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები: 
  • საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მომხმარებელთა ანდა მათ მიერ შესრულებული ტრანზაქციების მოძიება ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზაში და სათანადო რეაგირება/კორესპონდენციის წარმოება
  • საქართველოს კანონმდებლობისა და შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკის მომხმარებელთა  ანგარიშების გახსნა/დახურვის შესახებ გაგზავნილი შეტყობინებების დროულად და სწორად წარდგენის  კონტროლი; 
  • საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად,  ბანკში წარმოდგენილი საინკასო დავალებების შესასრულებლად მიღება, აღრიცხვა, წარმოება და კანონმდებლობის დაცვით მათი შესრულება.
  • საქართველოს კანონმდებლობისა და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, ბანკის მომხმარებელთა ანგარიშებზე, ოპერაციების წარმოების შეზღუდვა/ანგარიშების დაყადაღება/კონტროლი და კანონმდებლობის დაცვით მათი შესრულება/გაუქმება.
  • კერძო აღმასრულებლების მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციის მიღება და წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე ბანკის მომხმარებელთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გავრცელების/კორექტირების/გაუქმების შესრულება. ასევე კერძო აღმასრულებლების ქაღალდის დოკუმენტის სახით წარმოდგენილი საინკასო დავალებების დროულად და სრულყოფილად აღრიცხვა/კორექტირება/გაუქმება/შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი გატარებების განხორციელება და პლასტიკური ბარათების დაბლოკვა/განბლოკვის დროულად შესრულება.
  • შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, ბანკის მომხმარებელთა ანგარიშებზე ოპერაციების წარმოებაზე შეზღუდვის გავრცელება/კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე ან შეზღუდვის გაუქმებამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით, კონტროლს დაქვემდებარებული პირების  შესახებ, ბანკის პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული ანგარიშგების ყოველდღიური შემოწმება;
  • დეპარტამენტის სახელზე რეგისტრირებული შიდა და გარე კორესპონდენციის  დამუშავება და კომპეტენციის ფარგლებში მათზე დროულად რეაგირება.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
  • ბანკში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (წერა-საუბარი)

პიროვნული უნარები:
  • პასუხსიმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV   შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;  
წერილის სათაურში (subject)  აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ  გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ნოემბერი 
გისურვებთ წარმატებებს !