ტურისტული კომპანია ჯორჯიან ჰოლიდეის აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი, რვა სამუშაო საათი 09:00-18:00-მდე - 1 საათიანი შესვენება.
გამოსაცდელი პერიოდი 2 ანაზღაურებადი თვე.
ძირითადი მოვალეობები
- ტურ-ოპერატორი ზრუნავს კომპანიის გაყიდვების გაზრდაზე.
- წერს, ითვლის და ანახლებს ტურისტულ პაკეტებს.
- აკონტროლებს მის მიერ გაყიდული ტურისტული სერვისების გეგმიურ შესრულებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უცხო ენების კარგად ცოდნა.
- საოფისე პროგრამების ფლობა.
- ტურისტულ სფეროში განათლება ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- სწრაფი მუშაობის უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV finances@georgianholidays.com-ზე და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს საიტს : www.georgianholidays.com/en
გისურვებთ წარმატებებს!